|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვთხოვოთ ქუთაისის მერს, დაესწროს ანგარიშის წარდგენას"-ნიკა ლატარია

ქუთაისის საკრებულომ ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის წესის შეცვლას  კენჭი უყარა. 

ოპოზიციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას  განცხადებით, კარგი იქნება თუ ამ წესში ჩაიწერება და აუცილებელი გახდება,  რომ ანგარიშის წარდგენას ქალაქის მერი დაესწროს. მისი თქმით, როგორც წესი, ქალაქის მერი წლის ანგარიშს საკრებულოს უგზავნის, თავად კი განხილვას არ ესწრება, რის გამოც დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
შუშანიას მოთხოვნას უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა. იურიდიულ საკითხთა  კომისიის თავმჯდომარის ვლასი გარდაფხაძის განცხადებით, ამგვარი მოთხოვნა მერის დებულებაში არსებობს.
სიტუაციის განმუხტვა საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ სცადა.
"ვთხოვოთ ქუთაისის მერს, დაესწროს ანგარიშის წარდგენას და იმედი მაქვს, უარს არ გვეტყვის", -განაცხადა ნიკა ლატარიამ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერი საკრებულოს სხდომებს იშვიათად ესწრება.
საკრებულოს რიგით 19-ე სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა