|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვულოცავ მზია ამაღლობელს, პრაღის ფორუმის საერთაშორისო ჯილდოს - სალომე ზურაბიშვილი

„ვულოცავ მზია ამაღლობელს, პრაღის ფორუმის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის. ის საქართველოს წინააღმდეგობის სახეა, რომელიც დემოკრატიისთვის, ღირსებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
ვერც ერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
12 ოქტომბერს პრაღაში „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას „ფორუმ 2000-ის“ ჯილდო გადაეცათ.

ავტორი: