|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წაართვა პასპორტი და სექსუალურ კავშირს აიძულებდა - პროკურატურამ კაცს ბრალი წარუდგინა

პასპორტი წაართვა და პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების მუქარით სექსუალურ კავშირს აიძულებდა - ამ დანაშაულისათვის საქართველოს პროკურატურამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით,  ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ასევე, ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს  გასტაცა პასპორტი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა