|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები მერმა დააჯილდოვა

"ჟაუტიკოვის" მე-12 საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეები ქუთაისის მერმა დააჯილდოვა. შოთა მურღულიამ მათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

"ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვეს. ზოგადად, ვერ ვერევით განათლების სისტემაში, მაგრამ ვახდენთ მათ დაფინანსებას და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერი ახალგაზრდებით და დღეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს ამ ბავშვებმა, რომ განათლებაში ინვესტიციის ჩადება აუცილებელია",–განაცხადა მურღულიამ.

#41 სკოლის დირექტორის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ბავშვები წარმატებას თეორიულ ნაწილში აღწევენ, პრაქტიკაში კი შედარებით დაბალ შედეგს აჩვენებენ, რისი მიზეზიც სათანადო ლაბორატორიების უქონლობაა. "ოლიმპიადაზე ქუთაისელმა მოსწავლეებმა ზოგიერთი ხელსაწყო პირველად ნახეს, რამაც მათ პრობლემა შეუქმნა. ასევე სერიოზული პრობლემაა ფიზიკის სწავლის მხრივ. რამდენიმე წელიწადში არა თუ სპეციალისტები, ფიზიკის მასწავლებლებიც კი არ გვეყოლება, თუ ამ საგნით ბავშვების დაინტერესება არ მოხდა",–განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ოლიმპიადა 2016 წლის 13–19 იანვარს გაიმართა. მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.ლაშა ბუხნიკაშვილი - ბრინჯაო - ინფორმატიკა - N41 საჯარო სკოლა, ბაკურ ცუცხაშვილი - ბრინჯაო - ინფორმატიკა - N41 საჯარო სკოლა,   გვანცა ცუცხაშვილი -ბრინჯაო - მათემატიკა - N41 საჯარო სკოლა და გიორგი ბაღდავაძე - ბრინჯაო - ინფორმატიკა - N2 საჯარო სკოლა, ასევე სიგელებით დაჯილდოვდნენ ოლიმპიადაში მონაწილე N41 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ელენე კრავიშვილი, ალექსანდრე ონიანი და მარიამ ბარიშვილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი