|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის და ქუთაისის უნივერსიტეტებს ავტორიზაცია 1 წლით გაუხანგრძლივდებათ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი ავტორიზაციის დამატებით დროს მიღებენ. უნივერსიტეტები იმ ჩამონთვალში მოხვდნენ, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. მათ ავტორიზაცია იქნა 2011-2015 წლებში მიიღეს, რომლის ვადაც მიმდინარე წელს იწურება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტებს ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმებით გასასვლელად სათანადო მომზადებისთვის, ავტორიზაციის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. ავტორიზაცია 29 უნივერსიტეტს გაუხანგრძლივდება.

კანონპროექტი, რომელიც „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ ეკუთვნის, საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენის ეტაპს გადის.

„იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდეთ 1 წლით“. ასეთი კი მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 72 უნივერსიტეტია. მათგან 29 უმაღლეს დაწესებულებას ავტორიზაციის ვადა  2017 წელს გასდის. “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი” კი პირველ ეტაპზე სწორედ ამ 29 უნივერსიტეტს გაუხანგრძლივებს ავტორიზაციისთვის ვადას 1 წლით"-აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.

edu.aris.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა