|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები დილიდან დაიწყო

სამუშაოები წერეთლის ქუჩაზე დილიდან დაიწყო, რის გამოც გადაიკეთა ქუჩის ბალახვნის მონაკვეთი, ავტომანქანები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოძრაობას ჯიბლაძის ქუჩით აგრძელებენ, სადაც აქამდე მოძრაობა ცალმხრივი იყო.

ჯიბლაძის ქუჩა მანქანების ნაკადს ვერ ატარებს, რის გამოც მოძრაობა შეფერხებით მომდინარეობს. ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს.

სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ მერიამ ინფორმაცია 20 სთ-ზე გაავრცელა. ქუჩის გადაკეტვის მიზეზი წყლის სისტემის  მასშტაბური სამუშაოებია, რომელსაც  გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი ფირმა SMK ახორციელებს.

 

 

 ამ თემაზე: 5 ივლისიდან წერეთლის ქუჩა გადაიკეტება

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა