|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტს სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტები ემატება

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სპეციალობების დაემატება.  ესენია: დრამის სამსახიობო, თოჯინების თეატრის სამსახიობო, მუსიკალური თეატრის სამსახიობო, დრამის რეჟისურის, ტელე-კინო რეჟისორისა და ოპერატორის, ქორეოგრაფისა და დირიჟორის მომზადების პროგრამები.

სიახლე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

დოკუმენტს ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნინო თვალთავძემ მოაწერეს. 

ორი უნივერსიტეტი ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე მუშაობს, ასევე დაგეგმილია მატრიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა.

აკრედიტაციის მიღების შემდეგ, პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვა ეტაპობრივად მოხდება და კურსდამთავრებულები ორი უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს მიიღებენ.

ახალ სპეციალობებზე სტუდენტების მიღება 2020 წლისათვის იგეგმება.

მემორანდუმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში" ფარგლებში გაფორმდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა