|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წერილები დაჩის“-ოტია იოსელიანის ახალი წიგნი გამოვიდა

"წერილები დაჩის“ - ამ სახელწოდებით გამოიცა წიგნი, რომელიც ოტია იოსელიანის წერილების მიხედვით შეიქმნა. წიგნში მწერლის ის წერილებია შესული, რომლებიც მან შვილს დაჩი იოსელიანს მიწერა. წიგნი „დაჩის ზღაპრების“ თითქოსდა გაგრძელებაა, ოღონდ - არა ზღაპარი, არამედ პუბლიცისტურ შემეცნებითი ხასიათის.

წერილების ადრესატის თქმით, ეს არ არის მხოლოდ მამა-შვილის, არამედ თაობათა საუბარი, რომლითაც ოტია იოსელიანი სხვადასხვა თემებს ეხმიანებოდა.

წიგნი ილუსტრირებულია და მისი პრეზენტაცია ხვალ თბილისში გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა