წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია ქვა-ღორღისა და კლდოვანი მასის ნაშალი, რის გამოც ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის თქმით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად სოფელ ღებში წყალდიდობაა. წაღებულია ხიდები და დაზიანებულია სავალი გზა. ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადიდებულია მდინარე ლუხუნი. გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე ოჯახში წყალი შევარდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















