|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 6,67%-ია.

მისი თქმით, ოლქში ამ დროის მონაცემებით საჩივარი არ დაწერილა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება სვერის № 43 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ კამერა დაზიანებულია, თუმცა რომ ახლა დაზიანდა ამის დამტკიცება შეუძლებელია.

ჭიათურაში 42 896 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა