|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ მიულოცეს. მათ ბავშვებ საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა კი სტუმრებისთვის საახალწლო კონცერტი გამართეს.

,,დღეს უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეს ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრირებულები არიან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მათზე ზრუნვა და ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ"-აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.

აღნიშნული პანსიონი დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აღზრდასა და განათლებას ემსახურება.

ჭიათურაში  ასევე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. აღნიშნული სკოლამდელ დაწესებულებაში გარდა სააღმზრდელო სწავლებისა მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სასულიერო სწავლებას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა