|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოქალაქეები შეუერთდნენ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოქალაქეები შეუერთდნენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე აცხადებს, მოქალაქეები მათ სოლიდარობას უცხადებენ,  ამავდროულად,  ქალაქში მანგანეზით დატვირთული მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილებას აპროტესტებენ.

"მთელი ქალაქია გამოსული, აპროტესტებენ მანგანეზით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილებას. მოსახლეობა მოითხოვს ეს ტრანსპორტი ქალაქის ცენტრში არ გადაადგილდეს", -განაცხადა პაატა სამხარაძემ.

მისი თქმით, 17 მაისის შემდეგ მათ  კომპანიის წარმომადგენლები არ შეხვედრიან. 

გაფიცვის პარალელურად, მაღაროელები მეოთხე დღეა შიმშილობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მხოლოდ ერთმა მაღაროელმა შეწყვიტა შიმშილობა.

ჭიათურაში მაღაროლები 16 მაისს გაიფიცნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა