ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა გზები გადაკეტეს
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. როგორც მაღაროელმა პაატა სამხარაძემ განაცხადა, გაფიცულებმა ჭიათურის ის შესასვლელი გზები გადაკეტეს, საიდანაც მანგანეზით დატვირთული ავტომობილები გადაადგილდებიან. გაფიცულები მხოლოდ სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავენ.
"გადავკეტეთ გზები და არ ვუშვებთ მანგანეზით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს. მათ მანგანეზი კოპერატივებთ შეთანხემბით გაქვთ, რის საშუალებასაც არ ვაძლევთ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და ისინი, შეიძლება ითქვას გვეხმარებიან, მძღოლებს ეუბნებიან აზრი არ აქვს წასვლას, რადგან არ გავატარებთ-განაცხადა პაატა სამხარაძემ. მისი თქმით, ამავდროულად 15 მაღაროელი შიმშილობას აგრეძელეს.
მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ დღის მეორე ნახევარში მიმართეს. მათ ღამე კარავში გაათენეს. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხევვაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















