|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში კარსტული მღვიმეების საინფორმაციო დაფაზე პრეზიდენტობის კანდიდატის ბანერი გააკრეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში განთავსებულ კარსტული მღვიმეების საინფორმაციო დაფაზე არჩევნების დღეს საარჩევნო სააგიტაციო მასალა - პრეზიდენტის კანდიდატის პლაკატი გააკრეს - ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესს" ადგილობრივებმა მიაწოდეს.

"ჭიათურის სოფელ პერევისის ცენტრში, სვერის გადასახვევთან დადგმულ, კარსტული მღვიმისა და სოფელ პერევისის ტურისტულ საინფორმაციო დაფაზე არჩევნების დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი გადააკრეს და ბანერი დააზიანეს.

საინფორმაციო ბანერი დღეს დილით არჩევნებში ხმის მისაცემად მიმავალ ადგილობრივ მოსახლეობას დაზიანებული და გადაფარული დახვდათ. სააგიტაციო პლაკატით დაფარულია ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ტექსტი სოფელ პერევისაზე, აგრეთვე კარსტული მღვიმე წილთო 3 -ის შესახენ არსებული ინფორმაცია და სქემა. კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის საინტერესო და საჭირო მიმართულებას. კარსტული მღვიმეები, შესაძლოა, გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის" -განუცხადეს ნიუპრესს. მათი თქმით, ფოტო გადაღებულია 28 ოქტომბერს 09:25 საათზე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში კარსტული მღვიმეების მიმართულების საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლები 2017 წელს დაიდგა. მანიშნებლების განთავსება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" მოხდა. პროექტის ფარგლებში მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მარკირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. საინფორმაციო მანიშნებლები დაიდგა შემდეგი კარსტული მღვიმეების მიმართულებით: მანდაეთის კარსტული მღვიმე, კოტიასკლდის მღვიმე სოფელ სვერში, ორთვალაკლდის (წილთო III) მღვიმე სოფელ პერევისაში, კარსტული მღვიმე ,,თსუ 95“ სოფელ ითხვისში, ძუძუანას მღვიმე სოფელ მღვიმევში, ხვედელიძეების კლდის მღვიმე სოფელ ზოდში, საჭინკიის (გუნდაეთის) მღვიმე. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა