ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ
ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება. გაფიცული მაღაროელები გადაწყვეტილების მოლოდინში "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის წინ არიან შეკრებილი.
როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა პაატა სამხარაძემ განაცხადა, ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.
"გაფიცულია ყველა თანამშრომელი და "ტრესტთან" ვართ შეკრებილი. ველოდებით ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. გუშინდელი შეხვედრის შედეგად რამე შეთანხმება ვერ შედგა. ხელმაძღვანელმა გვითხრა, რომ დღეს შეგვხვდება. ველოდები, რომ მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული", -განაცხადა პაატა სამხარაძემ.
მისი თქმით, გაფიცულია ყველა თანამშრომელი და ღამით მაღაროს არ უმუშავია. მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















