ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. გაფიცულებს ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ.
მათი ინფორმაციით, გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
"ადგილზე ჩვენ დაგვხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიმდინარეობდა ხალხთან საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან ბატონ აკაკი გურჯიძესთან. მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება, სავარაუდოდ, აქცია გადაინაცვლებს ტრესტის წინ. ჩვენი ორგანიზაცია იქ იდგება, სადაც მაღაროელები იქნებიან და ნებისმიერ პროცესებში შეეცდებიან დაიცვან მაღაროელთა ინტერესები,"- აცხადებენ პროფკავშირებში.
ფოტო: ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















