ჭიათურაში მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი მოთხოვნების დაუყოვნებლივ და დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
„დავიწყეთ უვადო შიმშილობა. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. მაინც უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება", -განაცხადა არჩილ ჭუმბურიძემ.
მოშიმშილეები მერიის წინ რჩებიან. პარალელურად გრძელდება მაღაროელების გაფიცვა. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















