|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხევა ოთხი დღის წინ შუქრუთის დასახლებაში, ვაკეტყე ოთხის მაღაროზე მოხდა. სამუშაო პროცესის დროს მუშას ტრაქტორმა გადაუარა.

პროფკავშირების ინფორმაციით, გარდაიცვალა 46 წლის კობა ჩაფიძე.

მას საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი