|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წარადგინეს

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ჭიათურაში მერობის კანდიდატი წარადგინეს. გივი მოდებაძე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარლამენტო უმრავსესობის ლიდერმა არჩილ თავაკვაძემ წარადგინეს.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების და 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულება აღუქვა და მათ მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

გივი მერაბის ძე მოდებაძე 1977 წლის 18 აგვისტოს ქ.ჭიათურაში დაიბადა. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო,  ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით (1995-2000 წელი.) 

სამუშაო გამოცდილება:

1997-2004 წელი - დაზღვევის სახელმწიფო ფონდი

2004-2009 წელი - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს  ჭიათურის რაიონული განყოფილება

2009-2013 წელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება

2017 წელი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

2018 წლიდან დღემდე -ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა