|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნები შიმშილობის ფონზე - მაღაროელები საოლქო კომისიას განცხადებით მიმართავენ

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელები საოლქო კომისიას განცხადებით მიმართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და თავად გადაადგილებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ტრანპორტის გამოყოფას მოითხოვენ.

"მოშიმშილეები ვერ ახერხებენ თავად მისვლას, ამიტომ მიმართავენ საოლქო კომისიას ამ ადამიანებისთვის გამოყონ ტრანსპორტი. ვწერთ განცხადებას და კომისიას მივაწვდით სიას და მისამართებს", - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

მაღაროელები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. 15 მაღაროელი მერიის წინ შიმშლობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა