|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მუნიციპალური განვითარების ფონდი გზას გააკეთებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი  ჭიათურაში წინსოფელი-ჭილოვანის გზის რეაბილიტაციას მოახდენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ  ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB)  საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად მიიღო დაფინანსება და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტში წინსოფელი-ჭილოვანის გზის რეაბილიტაციისათვის  გამოიყენოს.

DEP190000029 ტენდერის პირობების თანახმად,  სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 2 130 800 ლარი, თუმცა ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი. ამასთან, სატენდერო წინადადების ფასის დადგენა არის ტენდერის მონაწილის პასუხისმგებლობა, რაც დაფუძნებული უნდა იყოს მიმდინარე საბაზრო ფასებზე და სხვა ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ წარმოდგენილი სამუშაოების განფასებაზე.


რეგიონული განვითარების ფონსდის ინფორემაციით, აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები.
- გაუქმებულია ვაჭრობის სამი რაუნდის ფუნქციონალობა. ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გამოიყენება.

ტენდერი ტარდება „ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის“ (National Competitive Bidding) პროცედურების შესაბამისად ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით. 

 აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში წინასაარჩევნო პერიოდია. 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევა მოხდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა