ჭიათურაში პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავის და დაბადებიდან 85 წლის აღსანიშნავად ჭიათურაში საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მონაზონ ელენე ნაფეტვარიძის შემოქმედება წარმოადგინეს. მის წიგნში, "სიყვარულით მშენებელი", ყველა ლექსი და მოგონება პატრიარქს ეძღვნება.
იმერეთის სამსარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საიუბილეო საღამოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი, იმერეთში სახელმწიფო რმწუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძემ პატრიარქს მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა. "მხნეობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენი ერის სულიერ მამას. მიხარია, რომ ასეთი ლამაზი და შემოქმედებითი ღონისძიება მოეწყო დღეს ჭიათურაში. ვისურვებდი, მსგავსი საღამოები სხვა ეპარქიებშიც მოეწყოს". – განაცხადა ჭიჭინაძემ.
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 1977 წელს აღსაყდრდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















