|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის დავით ჭუმბურიძის შტაბში აცხადებენ, მათ უბანზე კამერის დამონტაჟება ცადეს, რის საშუალებაც უბნის თავმჯდომარემ არ მისცა. მოგვიანებით კი კამერა და შტატივი დააზიანეს.

"კამერას ვამონტაჟებდით, მაგრამ უფლება არ მოგვცეს. თავმჯდომარემ გაგვიყვანა გარეთ სასაუბროდ, როდესაც დავბრუნდით კამერა და შტატივი დაზიანებული დაგვხდა, ჩვენი ინფორმაციით, თავმჯდომარის მოადგილემ დააზიანა"-განაცხადეს შტაბში.

მათი თქმით, მომხდარზე საჩივარი დაიწერება. ინციდენტის დეტალებს ამ დროისთვის საარჩევნო ოლქში არკვევენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა