ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს
მთავრობის ადმინსიტრაციაში ჭიათურელი მაღაროელების საკითხი განიხილეს. რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს. რაც შეეხება ხელფასებს, სუბარის თქმით, ხელფასის მომატებაზე ის შეთანხმება, რაც მიღწეულია დროულად შესრულდება.
"ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება უკვე იცით, რომ მიღწეული დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო ჯანდაცვით. მიღწეულია შეთანხმება. ადგილე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც",- განაცხადა სუბარმა.
ჭიათურაში მაღაროელები რამდენიმე დღე იყვნენ გაფიცული.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















