|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მერის მოვალეობას გივი მოდებაძე შეასრულებს

ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის გადადგომასთან დაკავშირებით, მერის პირველმა მოადგილემ გივი მოდებაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მოდებაძის განცხადებით, ნადირაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

"პაატა ნადირაძემ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმართა,  რაიმე დაპირისპირებასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. მივიღე პასუხი, რომ თავად მიიღო გადაწყეტილება წასვლის შესახებ, როცა ვკითხე მიზეზი. სხვას ვერაფერს გეტყვით", -განაცხადა მოდებაძემ.

მისი თქმით, ჭიათურის მერის გადადგომის შესახებ განცხადებას საკრებულო ხვალ განიხილავს. მისი თქმით, ახალი მერის არჩევამდე მერის მოვალეობას თავად შეასრულებს.

შეგახსებებთ, ჭიათურის მერმა პოსტი დატოვა, პაატა ნადირაძის გამო თანამდებობა და პარტია რამდენიმე ადამიანმა დატოვა.  თანამდებობის დატოვება ჭიათურის მერსა  და მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა