|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მერის პოსტის დასაკავებლად 13 კანდიდატი დარეგისტრირდა

ჭიათურაში დაგეგმილი მერის რეგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 13 კანდიდატი დარეგისტრირდა. 

1. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ირაკლი დემეტრაძე

2. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” თეიმურაზ სამხარაძე 

3. „თავისუფალი საქართველო” ტატო ურუშაძე

4. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” გიორგი ხაჭაპურიძე

5. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” მზია სამხარაძე

6. „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” ანდრო მაღლაკელიძე

7. „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” ზიტა ადამია

8. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” ირინა ცერცვაძე

9. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” ალექსანდრე კეზევაძე

10. „ქრისტიან-კონსერვატორები” მანანა გოგიჩაძე

11. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გივი მოდებაძე

12. საინიციატივო ჯგუფი ზურაბ კუპატაძე 

13. საინიციატივო ჯგუფი დავით ჭუმბურიძე 

შეგახსენებთ, რიგგარეშე არჩევნები საქართველოში რამდენიმე მუნიციპალიტეტში 19 მაისს გაიმართება. ჭიათურაში მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არჩეულმა მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა სკანდალის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა