პაატა ნადირაძემ ჭიათურის მერის პოსტი დატოვა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა. პაატა ნადირაძის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნონილი.
როგორც პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში წერდა, მის გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა, საქმეში ფიგურირებდა ჭიათურს მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე.
ამის შესახებ ნადირაძემ არაერთი პოსტი დაწერა და აცხადებდა, რომ ის უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა.
რამდენიმე კვირის წინ "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებდა, რომ მიზეზების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებდა.
როგორც ცნობილი ხდება, ნადირაძესთან ერთად თანამდებობები დატოვეს მერიის ადმინისტრაციის უფროსი აკაკი სამხარაძე, იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით სალაძემ, სოციალური სამსახურის უფროსმა მიხეილ ლეჟავამ, მერის თანაშემწემ ნოდარ ჩაჩანიძემ და მერიის სპეციალისტმა კახაბერ გამყრელიძემ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















