|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის ყოფილი მერი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს

 გადადგომასთან დაკავშირებით ჭიათურის ყოფილი მერი პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს. ის მის მიერ გაწეულ ერთწლიან საქმიანობას აფასებს,  მხარდამჭერებს თანადგომისათვის მადლობას უხდის და გადადგომის მიზეზებს განმარტავს.

"ღალატის, დაპირისპირებების ფონზე იმ ხალხთან, რომლებიც პირიქით, გვერდით უნდა დაგვდგომოდნენ, რათა ერთად გამოვჩენილიყავით საქმის კეთებაში, ხელის შეშლის და დაპირისპირების გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ, ეს საზოგადოებამაც კარგად იცის. საკრებულოს (ყველას არ ეხება რათქმაუნდა) მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც ჭიათურის საკითხზე პარლამენტში ცეცხლი უნდა დაენთო, პოლიციის უფროს და სხვადასხვა უწყებრივ სტრუქტურებს, რომ პირიქით ემოქმედათ და დაპირისპირების მაგივრად, გვერდით დგომა გამოეხატათ ჩვენთვის და მარტო პროვოკაციების მოწყობით არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი, ბევრად მეტი წარმატება გვექნებოდა და ბევრად მეტი კეთილი საქმე გაკეთდებოდა ამ ქალაქში. ბევრად რეფორმატორული და ძლიერი ნაბიჯები გადაიდგმებოდა ქალაქში არსებული ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად, რაშიც ჩვენს გუნდს ცარიელი ხელებით ბრძოლა გვიხდებოდა. მიუხედავად ყოველდღიური წინააღმდეგობისა, დასახელებული ადამიანებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოსვლისას არცერთი პროექტი არ დაგვხვდა, ცარიელი დავალიანებით სავსე ბიუჯეტი შეგვრჩა ხელთ, ჩვენ შევძელით არაერთი პროექტი წამოგვეწყო, ნაწილს საფუძველი ჩაეყარა და წლის ბოლოსთვის ნახავთ შედეგებს, ვინც არ უნდა გააგრძელოს საქმიანობა ჩემს შემდეგ. მეც მინდოდა ერთ დღეში დამეწყო ყველა პროექტის განხორციელება, მაგრამ ამას ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს გასავლელი. თუმცა კიდევ ვიმეორებ, წლის ბოლოს შედეგებით ნახავთ ჩვენს დაწყებულ საქმეებს დასრულებულს. ამ ყველაფერს კიდეც რომ ვინმეს მოუნდეს ხელის შეშლა, ვეღარ შეუშლის.

რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, ბჭობა ჩვენს გუნდში თანამდებობებიდან წასვლაზე. გარე დაპირისპირებების გამო გუნდი ხვდებოდა, რომ ამ ფონზე საქმის კეთება გაგვიჭირდებოდა. ხან მე მაჩერებდნენ, ხან მე ვაჩერებდი მათ. ვცდილობდი, ვპირდებოდი რომ დალაგდებოდა ურთიერთობები, თუმცა უშედეგოდ. დღითიდღე იძაბებოდა განწყობები ჩვენი გუნდის მიმართ, რასაც ბევრი ზემდგომი სტრუქტურებიც ხელს უწყობდა, მე არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა, საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან, თითქოს ერთმანეთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა, დღემდე ვერ ვხვდები, ჩემს წინააღმდეგ (კიდევ ვიმეორებ საკრებულოში ყველას არ ეხება ეს იქ ბევრი ღირსეული ადამიანია) ამასთან დაკავშირებით მომავალში ვისაუბრებთ. ყოველივე ზემოთაღნიშნული, საქმის კეთებაში ხელს გვიშლიდა, გადავედით რა, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე დავიწყეთ ქალაქის კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა, მით მეტ დაპირისპირებებში შევდიოდით. დღემდე ვერ ვხვდები და მიჭირს ანალიზი გავაკეთო: რა ხდებოდა, რა იყო ხიდების ჩატეხვის მიზეზი, ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, ალბათ ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები, ის რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შევძელით. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს რჩება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ჩემს გულშემატკივრებს არ მინდა ღალატში ჩამეთვალოს, გამგები გამიგებს, ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე, რადგან ჩასაფრებების, ღალატის, პროვოკაციის არც გაძლება შემიძლია და არც გადატანა, არც ასეთ პირობებში არასოდეს მიმუშავია, რაც აქ ხდება. იქნებ ჩვენი წასვლის შემდეგ მაინც შეძლონ გაერთიანება, რათა არ დაზარალდეს არც ქალაქის და არც ხელისუფლების იმიჯი, არ მინდა სხვების და მტრულად განწყობილი ადამიანების და პარტიების გასათელი გახდეს ჩემისთანა ხალხის ნაბრძოლები, ამდენი წლების განმავლობაში",- წერს ნადირაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ. მასთან ერთად თანამდებობები დატოვეს მერიის ადმინისტრაციის უფროსი აკაკი სამხარაძე, იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით სალაძემ, სოციალური სამსახურის უფროსმა მიხეილ ლეჟავამ, მერის თანაშემწემ ნოდარ ჩაჩანიძემ და მერიის სპეციალისტმა კახაბერ გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა