|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმედა საღინაძე: ჩემს გუნდთან ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდებით [R]

  "ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ავტომშენებლის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ბატონი იმედა საღინაძე, შეხვედრებს რომელსაც ჩვენ "სახლდასახლის" პრინციპი ვუწოდეთ, საკმაოდ შედეგიანი გამოდგა.

შეხვედრა "კოტეჯებში" მცხოვრებ დევნილებთან, ზ.ჭავჭავაძის ქ. N 44-46, ზ.ჭავჭავაძის ქ. N 36-38-40-42 და ბუკიას ქ. N21-ში მცხოვრებლებთან შედგა.

შეხვედრებზე გამოიხატა მწვავე პრობლემები სახურავებთან დაკავშირებით, სარდაფების მოწესრიგებაზე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაზე,  ასევე აქტიური თემა იყო ახალგაზრდების პრობლემები, რომელიც ეხებოდა, სპორტული მოედნების მოწესრიგებას.

"ისინი ჩვენი მომავალია, ჩვენი იმედია, მინდა მათ იცხოვრონ ჯანსაღ, კომფორტულ გარემოში, ეტაპობრივად ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და დალაგდეს.  ჩემს გუნდთან ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდებით, ასე რომ გქონდეთ ჩვენი იმედი. მეამაყება, რომ მმართველ პარტიას წარმოვადგენ. ვფიქრობ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც ადამიანი, მისი სიცოცხლე, თავისუფლება და საჭიროებები უმთავრესია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც თქვენ გინდათ, თქვენ გჭირდებათ და გეკუთვნით. ყოველი ჩემი სამუშაო დღე დაიწყება ხალხთან შეხვედრებით, მათი ყოველდღიური პრობლემების გაცნობით. მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნა უკეთესი მომავალი და ჯანსაღი გარემო, ამ ყველაფერს სჭირდება ერთად დგომა, ნდობა და ურთიერთპატივისცემა, თუ 21 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებთ, გპირდებით, ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ"-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა