|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარია: "თქვენ მიჩვეული ხართ სხვისი ჯიბეების ქექვას, ატერორებდით ხალხს"

 ხმაურით მიმდინარეობდა ქუთაისის საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატები ქუთაისის მერიაში ახლადშექმნილ არქიტექტურის ა(ა)იპისისათვის დაფინანსების საკითხს განიხილავდნენ.  საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ახალი ა(ა)პის შექმნით მერია დამატებით ხარჯს იღებდა, ხოლო ხარჯების დაფარვას მოქალაქეთა ჯიბეებიდან ჯარიმის სახით ამოღებული თანხებით ცდილობდა.

ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომაზე მყოფმა ქუთაისის მერმა უპასუხა და განუცხადა, რომ არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" დრო, როდესაც მოქალაქეებს ჯიბეში უძვრებოდნენ და ფულს ისე უღებდნენ. "თქვენ მიჩვეული ხართ ბატონო გიგა, სხვისი ჯიბეებიდან ფულების ქექვას. ატერორებდით ხალხს, წესით მანდ არ უნდა იჯდეთ"-განაცხადა ქალაქის მერმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ასევე ისაუბრა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე და განაცხადა, რომ მშენებლობა მუხრანის ტყეში არ მიმდინარებს. ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატებს ფოტოები წარმოუდგინა, რომელზეც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესია ასახული. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ეს ადასტურებს, რომ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

"კარგად ხედავს მოსახლეობა, რომ ბევრი რამე კეთდება, უნდა იცოდეთ, წესით, რომ მშენებლობა ნულიდან იწყება. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა", - მიმართა გიორგი ჭიღვარიამ გიგა შუშანიას.

[R]

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა