|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭიღვარია წადი"!-ქუთაისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს [VIDEO]

ჭიღვარია წადი-ქუთაისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეები მერს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ქალაქი სრულ კოლაფსშია, მერია ვერცერთ სამუშაოს ასრულებს.

"ქუთაისის მერმა ქალაქი უნდა დატოვოს, გიორგი ჭიღვარიას ხელში ქალაქი კვდება. ერთმანეთს აბრალებენ და რეალურად არ იციან,  რა ხდება. გიორგი ჭიღვარიას არ აქვს უფლება იყოს მერი. მან მაშინ დაკარგა მერის სტატუსი, როდესაც საკუთარი პორტრეტი შეუკვეთა. ჩეკისტები მერიაში აღარ უნდა იყვენენ. ბევრი ფიქრობს ასე და ბევრი გააპროტესტებს. ვინც ქუთაისის საქმეს არ აკეთებს, ყველა საბჭოთა გადმონაშთია"-გიორგი ტურაბელიძემ.

მათი თქმით, აქციები გაგრძელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა