|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Wizz Air-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

Wizz Air-მა განაცხადა, რომ ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ განცხადება კომპანიამ  გააკეთა. 

"ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით," - ამბობენ კომპანიაში.

ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ​ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

ავტორი: ნიუპრესი