|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭკვიანი ვიდეო კამერების დაყენებას, ჭკვიანი პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დააყენეთ" [VIDEO]

ქუთაისში "კეჩის" ბაზრობის მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს და სალარო აპარატების მოთხოვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, ყველა მოვაჭრემ მიიღო გაფრთხილება და 1 ივლისიდან სალარო აპარატით უნდა იმუშაონ. მათივე თქმით, ისინი ვერ შეძლებენ აპატარის შეძენას, ამიტომ  მუშაობის შეჩერება მოუწევთ.

მოვაჭრეებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია "თავისუფალმა საქართველომ". პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ განმარტა, რომ ხელისფლება აიძულებს ადამიანებს უმუშევრები დარჩნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ. 

"მოითხოვეს აპარატების დადგმა, რაც ამ ადამიანებისთვის რთული გადაწყვეტილებაა.  საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი დასაქმებული არის ვაჭრობაში და ეს ვაჭრობა ისედაც სულს ღაფავს, ახლა, ახალი რეგულაციის დამატება, არის მტრობა ქვეყნის, ან მაგარი სულელები არიან. გზებზე უამრავი ჭკვიანი ვიდეო კამერებია დაყენებული. ჭკვიანი ვიდეო კამერის დაყენებას, უკუღმა რომ იწყებთ, ჭკვიანი პრემიერ-მინისტრი და ჭკვიანი ფინანსთა მინისტრი დააყენეთ. მოვუწოდებ მთავრობას, გონს მოეგონ და გააუქმონ გადაწყვეტილება, თორემ ყველა მოვაჭრე მერიასთან მივა და დიდი აქცია გაიმართება"-განაცხადა გოგი წულაიამ. 

დღესვე დაგეგმილი იყო აქცია, თუმცა მოვაჭრეების ნაწილმა პროტესტის ამ ფორმაზე უარი თქვა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა