|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭოგნარში ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოები დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მიმდებარედ, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდა.

 

სამუშაოების დასრულების ღონისძიებას იაპონიის ელჩი, ამერიკის საელჩოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ნაგავსაყრელი იმერეთის გარდა რაჭა–ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს მოემსახურება. მმშენებლობა 2018 წელს დასრულდება. 

ავტორი: ნიუპრესი