წყალდიდობის რისკები დასავლეთ საქართველოში
რიონის აუზის 200 ათასი მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. რისკების შესამცირებნლად 2012 წლიდან ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვის მიზნით ნაპირდაცვითი და აგრომეტყევეობის სარემონტო სამუშაოებს. პროექტში ამ დროისთვის 6 სამიზნე მუნიციპალიტეტი შეირჩა, სადაც მეტია წყალდიდობის რისკები. ესენია, ლენტეხი, ონი, ამბროლაური, წყალტუბო, სამტრედია და ცაგერი. ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიგეგმა და ნაწილობრივ განხორციელდა რიონის აუზის 10 მაღალი რისკების ზონაში. დამონტაჟდა 35 ახალი ფიდრომეტეროგიული სადგური და საგუშაგო. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა დატბორვითი ტერიტორიის ზონიერების პოლიტიკის დანერგვას. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისრის გიგლა აგულაშვილის განმარტებით, შემუშავებული და გამოცდილი მოდელები შეიძლება სხვა რეგიონებშიც დაინერგოს.
"რიონის აუზი წყალდიდობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა დასავლეთ საქართველოში. აქ შემუშავებული და გამოცდილი მოდელები შეიძლება დაინერგოს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც მაღალია წყალდიდობისა და წყალმოვარდნების რისკი და საფრთხე ექმნება ადგილობრივ მოსახლეობას",- აღნიშნა აგულაშვილმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDF) ხელმძღვანელმის ნილს სკოტის განმარტებით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პროექტის განხორციელებით.
"ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან მიზნად ისახავს წყალდიდობების მართვის ისეთი პრაქტიკის დანერგვას რომელიც დაიცავს ადამიანებს წყალდიდობის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში და ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს", - განაცხადა ნილს სკოტმა.
5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროექტი დაიწყო 2012 წელს და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















