წყალმომარაგების კომპანიის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიისა" და მისი ყოფილი თანამშრომლის ქეთი კიკვიძის სასამართლო დავა დასრულდა.
მოსამართლე ციცინო კიკვაძემ კომპანიას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის დაფარვა დაავალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გაასაჩივროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო რამიშვილი განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას შეისწავლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, მიმართავენ, თუ არა სააპელაციოს.
ქეთი კიკვიძე სამსახურიდან გასული წლის ოქტომბერში რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან სასამართლოს მიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















