|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება

ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე,  ქალაქში არსებული ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა. მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში, გ.ტაბიძისა და ი.გრიშაშვილის ქუჩების კვეთასა და დ.აღმაშენებლისა და გ.ტაბიძის ქუჩების კვეთაზე ამორტიზებული მილები ჩაიჭრა და ახალი მილსადენი მოეწყო. 150-მდე აბონენტი ახალ ქსელზე გადაერთდა.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 260-მდე ქუჩაზე უკვე დასრულდა, ახალი ქსელები მოეწყო ჩიხებსა და შესახვევებში. შესრულებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგი და 90 000-მდე ადგილობრივ მცხოვრებელს წყლის ხარისხი გაუუმჯობესდა.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ   92 961 717  ლარით ფინანსდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა