|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები - სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.

ავტორი: ნიუპრესი