|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბო და საირმე ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრები გახდებიან

იმერეთის რეგიონის ორი კურორტი წყალტუბო და საირმე ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრები გახდებიან - განცხადებას იმერეთის გუბერნია ავრცელებს.

გუბერნიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გადაწყვეტილებით, ორივე ქალაქი სრულად აკმაყოფილებს პირობებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ქალაქში იკვეთება მეცხრამეტე საუკუნის კვალი და შენობები ადაპტირებულია თანამედროვე გაჯანსაღების და ჯანდაცვის ტურიზმის კურორტებთან მიმართებაში.  ასამბლეა განიხილავს საკითხს, იმერეთის რეგიონის წევრობასთან დაკავშირებით.  

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა