წყალტუბოდან ინტოქსიკაციის გამო ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს
წყალტუბოდან ინტოქსიკაციის გამო ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. აღსაზრდელები კლინიკა "მედიქალ სითიში" გუშინ გვიან საღამოდან დილამდე პერიოდში ეტაპობრივად შეიყვანეს.
კლინიკის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის იგივე ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.
რაც შეეხება წინა დღეებში შეყვანილ 11 პაციენტს, მათგან 4 გაეწერა, 7 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მასიური მოწამვლა დაფიქსირდა. მომხდარის გამო მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















