|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს 22 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

წყალტუბოს სოფლების საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის გამო სწავლა შეწყდა.

გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო, რის ფარგლებშიც ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენამდე,  წყალტუბოს ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. სწავლა წყალტუბოს 22 ბაღში გამოძიების დასრულების შემდეგ აღდგება.

რაც შეეხება მოწამლულ ბავშვებს, ამ ეტაპზე თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში 26 ბავშვი მუცლის ტკივილით, ღებინებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ამჟამად კი სტაციონალურ მკურნალობას 11 ბავშვი გადის.    

ბავშვები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მოინახულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს საქმის შესწავლა,  რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოკსიკაცია. რამდენიმე სკოლამდელ დაწესებულებაში დღეს მხარის რწმუნებულიც მივიდა.

                                                                                                                

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა