|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო,  9 მარტის 10:00 საათიდან  18:00 საათამდე ქალაქ წყალტუბოში თბილისის N10 და კლდიაშვილის N13 ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა