|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს სოფელ ქვიტირში გზის გასხვისების გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები მათი სოფლის მთავარი გზის გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, გასხვისებული ტერიტორია რეალურად თურქებმა შეიძინეს და იქ მათი ობიექტი შენდება.

„სოფლის ერთადერთი გზა გაასხვისეს. რეალურად, მათი მფლობელები თურქები არიან, რომლებიც რაღაც ობიექტს აშენებენ. გვითხრეს, რომ ტერიტორიის შეძენა სახელმწიფომ აიძულათ, რადგან ცალკე მიწის ნაკვეთი არ მიყიდეს, რაც არის ტყუილი. ადგილზე მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და მათ თქვეს, რომ მშენებლობის ნებართა არ იყო გაცემული. ესენი კი მაინც აგრძელებენ მშენებლობას და სოფელს გზის გარეშე ტოვებენ. ისე ვიწრო მონაკვეთია სამშენებლო და სამუშაო ტექნიკას ვერ შევიყვნათ სოფელში“, -აცხადებს სოფლის მკვიდრი, ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი. მისი თქმით, მშენებარე ობიექტის წარმომადგენელმა მათ შესთავაზა, რომ გზისთვის მეზობლის ფართობი გამოიყენონ.

ბრალდებას არ იზიარებს მშენებარე ობიექტის მფლობელის, ხათუნა შენგელიას ადვოკატი. ლელა ბანძელაძის თქმით, ტერიტორია მათ კანონიერად შეიძინეს და მოსახლეობის აქცია გაუმართლებელია.

ჩვენ ტერიტორიის ნაწილი შევიძინეთ 2016 წელს, ნაწილი კი, რომლის გამოც დაობენ 2018 წელს. ეს არის სახელმწიფო ქონება, რომელიც ქონების მართვის სააგენტომ გაიტანა აუქციონზე. მოხდა შეძენა და მიმდინარეობს ღობის გაკეთება. ადგილობრივების აქცია არასწორია, რადგან ისინი კანონიერ მფლობელს ედავებიან. თუ თვლიან, რომ არასწორად არის გასხვისებული, მიმართონ სასამართლოს. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ და გაბრაზებული მეზობლების გამო ქონებაზე უარს ვერ ვიტყვით. რეალური გზა მეზობელს აქვს მიტაცებული და არ უნდათ, რომ მას მოთხოვონ და დააბრუნებინონ, არ უნდათ მეზობელთან დავა და ჩვენ გვებრძვიან“, -განაცხადა ლელა ბანძელაძემ. მისი თქმით, სოფლის მცხოვრებთა ნაწილის განცხადება რასისტულია, რადგან არასასოფლო დანიშნულების მიწას რომელი ეროვნების წარმომადგენელი შეიძენს, მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა განმარტავს, რომ ქონების მფლობელი საქართველოს მოქალაქეა.

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა