|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს სკოლაში კედელი სასწავლო პროცესის დროს ჩამოინგრა

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლაში  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის კედელი ჩამოიშალა. ამის შესახებ სკოლის პედაგოგმა ფიქრია ქურასბედიანმა განაცხადა.

"სკოლა დგას ძალიან დიდი პრობლემის წინაშე. სკოლის შენობა ამორტიზებულია და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა, მაგრამ დღემდე არ მოხერხდა მისი შეკეთება. გასულ კვირაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კედლები ჩამოიშალა. საბედნიეროდ, იმ კლასებიდან, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, მოსწავლეები გადაყვანილი გვყავდა სხვა საკლასო ოთახებში და არავინ დაშავებულა, მაგრამ მდგომარეობა სახიფათოა. მდგომარეობა დღემდე არ უნახავთ სპეციალისტებს და ისიც არ ვიცით, რამდენად უსაფრთხოა სასწავლო პროცესის წარმართვა შენობის დანარჩენ ნაწილში,"- დაწერა ფიქრია ქურასბედიანმა სოციალურ ქსელში.

"რამდენიმე კვირის წინ შევნიშნეთ ბზარები სკოლაში. ამის შესახებ დამიკავშირდა სკოლის დირექტორი. ჩვენი მითითებით ბავშვები გადავიყვანეთ უსაფრთხო ფლიგელში. წერილიც გავაგზავნეთ განათლების სამინისტროში და  ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტოდან ექსპერტთა ჯგუფს ველოდებით. ისინი დაადგენენ, შესაძლებელი იქნება, თუ არა შენობის გამაგრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მოგვიწევს ალტერნატიული შენობის მოძებნა,"- განაცხადა  "ნიუპრესთან"  საუბარში წყალტუბოს საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა