|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში 3 ყოფილ სანატორიუმში 15 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება

წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმების შენობების უმეტესობა ამ დროისთვის უფუნქციოა. სანატორიუმები სახელმწიფო საკუთრებაშია. როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის 3 სანატორიუმი უკვე გასხვისებულია და ადგილზე 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

"წყალტუბოში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 3 ყოფილი სანატორიუმი - „მეშახტე“, „ივერია“ და „ცისკარი“. ყოფილი ამორტიზირებული სანატორიუმების ადგილას მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სხვა ყოფილ სანატორიუმებს, რომელთა პრივატიზებაც ამ ეტაპზე იგეგმება („სავანე“,“უშიშროება“, „ფილიალი“, „იმერეთი“, „მეგობრობა“), მოგახსენებთ, რომ სააგენტო მუდმივად მუშაობს ინვესტორებთან აღნიშულ საკითხზე და მზად არის ბიზნესის მხრიდან განიხილოს ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის ზრდას და განავითარებს წლების განმავლობაში მიტოვებულ, ამორტიზირებულ, ინფრასტრუქტურას”, - განმარტავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ხდება წყალტუბოს სანატორიუმების გასხვისებაც.

bm.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა