წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას რძალ-მული ემსხვერპლა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ მაღლაკში მოხდა.
გარდაცვლილები რძალ-მული არიან, ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ავტომობილში მყოფი ბავშვები კი დაშავდნენ,
არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა მსუბუქია, მეორეს კი ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
სავარაუდოდ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა