წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა
წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა. მსგავსი ტიპის დაწესებულება, რომელიც შშმ ბავშვების დახმარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას უზრუნველყოფთა, მუნიციპალიტეტში აქამდე არ არსებობდა.
დღის ცენტრი 7-დან 18 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარზეა გათვლილი. ისინი აქ ექვს საათს გაატარებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით.
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე, შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო ინდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იზრუნებს.
ცენტრის ფუნქციონირებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო. იგი თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
ცენტრის გახსნაში მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიიღეს.
ავტორი:





16:29
18:25
15:07
12:11
















