|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში "ევროპის დღე" ევროკავშირის ელჩმა გახსნა

წყალტუბოში "ევროპის დღის" ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს. "ევროპის დღე" ოფოციალურად  ევროკავშირის  ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა გახსნა.

ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იმართება.

აქვე მოწყობილია ევროსოფელი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების იმიტირებულ პროცესში ჩაერთონ. ბავშვებისთვის მოწყობილი არის  გასართობი სივრცე. ხოლო ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში. 

გახსნის დროს მოსახლეობას სიტყვით მიმართეს წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯოდმარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ. 

დღესვე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ "ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა