|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა

"ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა ამჯერად წყალტუბოში გამოუცხადეს საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთანნ დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაფიქსირეს საკრებულოს სხდომა პროტესტრის ნიშნად დატოვა. 

"საკრებულოში ჩვენი ფრაქცია სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე აქციას და სანამ არ დაგმაყოფილდება აქციის მთხოვნები, იმ დრომდე ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს მუშაობაში", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ სევერიან გორდულაძემ.

 შეგახსებეთ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს ქუთაისსა და ბაღდათში.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა