წყალტუბოში „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ გაიმართება
წყალტუბოში „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით 13 ივლისს იმართება. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომელიც კონცერტით დასრულდება.
აგრო-ფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია.
ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრებიან.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















